1 2 3 4 5 6 7 8 9

1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
12 120 121 122 123 124 125 126 127 128 129

126

კატის გაზრდილი ლომი
 
უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.

დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა. კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად აღარ მასწავლეო?

კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შევინახე: რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო.

- მე ჩემი ცოდნა, თუ რამ ვიცოდი, შენ გასწავლე და ჩემთვის აღარა შევინახე რა, აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ.

თავი 125 თავი 127
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9